სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიებები

               ახალი სასწავლო წლის საზეიმო გახსნა
       სასწავლო ღონისძიების გეგმა:
1.ღონისძიების სახელი: „ახალი სასწავლო წლის გახსნა“
2.ღონისძიების იდეა ( თემა):ქართველ პოეტთა ლექსების კითხვა,ღონისძიების შესაბამისი ლექსების შერჩევა მოსწავლეთა მიერ.
3.ღონისძიების აქტუალობა: მოსწავლეები მოძებნიან ინტერნეტში,ბიბლიოთეკაში ქართველ პოეტთა ლექსებს. წაიკითხავენ, გაეცნობიან  მათ,შეარჩევენ ღონისძიებისთვის შესაფერის მასალას.
4.ღონისძიების პროგრამა:1.სკოლის დირექტორისა და  მასწავლებლების მილოცვა მოსწავლეების, მშობლების და მოწვეული სტუმრებისადმი
2.მოსწავლეების მილოცვა და შესაფერისი ლექსების მხატვრული კითხვა
3.პირველკლასელთა მილოცვა და სასკოლო ლექსების წაკითხვა
4.წარჩინებულ მოსწავლეთა ქების სიგელებით დაჯილდოება.
5 ბუკის გადაცემა პირველკლასელებისადმი
5.ღონისძიების მიზანი: :ახალი სასწავლო წლისათვის საზეიმო განწყობის შექმნა,სასწავლო პროცესის მოტივაციის შექმნა, მოსწავლეთა საჯაროდ გამოსვლისათვის უნარების გამომუშავებაში ხელის შეწყობა,,გამართული ზეპირი მეტყველების გამომუშავება, და საჯარო მოხსენების წარმოდგენა კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევების  გამომუშავება,ლექსის წაკითხვა საჭირო ინტონაციის გამოყენებით.
6.ღონისძიების შედეგები:სასკოლო ზეიმი დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა განწყობაზე და  მოსწავლეებს  შეექმნებათ მოტივაცია სწავლისადმი,გაუჩნდებათ სურვილი თვითონაც წაიკითხონ  ლექსები გამომეტყველებით,ისწავლონ კარგად და დაიმსახურონ ქების სიგელები. დაეხვეწებათ მხატვრული ნაწარმოების შეფასების უნარი.გაიაზრებენ  ტექსტის შინაარსს,ინტონაციით გამოხატავენ  ტექსტში ასახულ ემოციებს, ლექსის გამომეტყველებითი კითხვის პროცესში შეეცდებიან  მხედველობითი კონტაქტის დამყარებას აუდიტორიასთან.

ამ ღონისძიებაში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ასევე გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევების გამომუშავებას.მოსწავლეები შეეცდებიან დაძლიონ ის კომპლექსი,რაც გააჩნიათ მათ საჯაროდ გამოსვლისას.

7.კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

ქართ.
 VI. 3. მოსწავლეს შეუძლია მართებულად წარმართოს საკუთარი სამეტყველო ქცევა მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.

ქართ. VI. 6. მოსწავლეს შეუძლია წაუკითხოს მსმენელს ტექსტი.

ქართ. VI. 8. მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად წაიკითხოს სხვადასხვა სახისა და ნაირგვარი შინაარსის ტექსტები.

 

ღონისძიების თემატიკა:
სექტემბერი რას მღერის
ცხრათვალა მზით ნაფერი,
ცხრა მთა გადმონაფრენი,
ლერწამ-ლელის ცხრა ღერით
სექტემბერი რას მღერის?
საგალობელს სწავლისას,
სადიდებელს შრომისას.
არ მოსცდეთო წამითაც,
მზისკენ გიხმობთ შორი გზა!
მაღალ მწვერვალებამდე
სულ ტკბილი ხმით რეკავდნენ
წიგნებს ნაზიარევი
ცოდნის ოქროზარები.
ბეჯითს, გამრჯე მეგობარს,
რომ შევუქებთ მარჯვენას,
ზარმაცს ისიც ეყოფა
სირცხვილად და სასჯელად.
ასე წკრიალ-წკრიალით,
ასე ტია-ტიათი
თავს დაგფრენდეთ ფრიალით
ფრთაშესხმული ფრიადი.
ცამ ღრუბელი გაშოროთ,
ეს დღე არ ღირს უთქვენოდ.
სიყვარული სამშობლოს
საქმით უნდა უჩვენოთ!

გივი ჭიჭინაძე
სულ მშვიდ გზებზე გევლოთ
მზე მთის წვერზე ფერად-ფერობს,
ცამოშალა დალალი,
გამარჯობა, სექტემბერო,
სექტემბერო, სალამი!

როგორ შვენის მიწას ქართულს
შემოდგომის ლივლივი,
ვარდ-ყვავილთა დარია თუ
შუქი თქვენი ღიმილის.

თქვენი სულის ოქროყანა
სამომავლოდ ბრწყინდება,
მამულს სწორედ თქვენისთანა
ქალ-ვაჟები ჭირდება.

დედაენა იყოს თქვენი
სულის თანაზიარი,
ეს ახალი საუკუნე 
გიხმობს ზარის წკრიალით.

თქვენი ცის და თქვენი მიწის
სიყვარული ისწავლეთ,
მშობელ დედას და სამშობლოს
ერთი გულით ფიცავდეთ.

ჩემი სამშობლო


ტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი, 
ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის, 
ტკბილია, როგორც ველებზე ჯეჯილის მწვანე ფაფარი, 
ტკბილია, როგორც ძილისპირს ძველი ქართული ზღაპარი. 
ბარში ბულბულთა ჯარია, მთაში ირემი ყვირისა, 
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადმოხდილი ღვინისა, 
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადგამომცხვარ პურისა, 
ტკბილია, როგორც ნუგეში ბედისგან დაღუპულისა. 
ტკბილია, როგორც ბეღელი, ამოვსებული თავამდი, 
ტკბილია, როგორც სიმღერა და შეძახილი თამადის: 
ჩემი სამშობლო, ზურმუხტის და მარგალიტის სადარი, 
ამრიგად აყვავებული, მხარე მეორე სად არი? 
ჩემი სამშობლო ქვეყანა რა ლამაზია, რა კარგი, 
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტი, ნაირფერებით ნაქარგი! 
ტკბილია, როგორც რუსთველი, ტკბილია, როგორც აკაკი, 
ხალხი, შრომაში გართული, ამღერებული ფანდური, 
იადონების გალობა და იავნანა ქართული. 
როგორც კრიალა მთის წყარო, ცადმიჭედილი ნაძვები 
და იის წყალით ფერილი ლაჟვარდის ლიბრი ღაწვები, 
ტკბილია, როგორც ხალხისთვის თავდადებული ლომგული, 
ტკბილია, როგორც ურმული, ტკბილია, როგორც ჩონგური. 
საამო არის, ვით რთველი, მწიფე მტევნების ნაჟური, 
დილისკენ ხოხბის ყივილი, სიმღერა გარიჟრაჟული, 
იალაღებზე ღრუბლებად მიმოფანტული ნახირი 
და გაზაფხულის პირზედა ტყიდან გუგულის ძახილი. 
ტკბილია, როგორც წიქვილში მთვარიან ღამის გათევა, 
ტკბილია, როგორც აპრილში ტყემლების შემონათება. 
ტკბილია, როგორც მტევანი, ვაზზე ასხმული შავადა, 
და სიყვარული უებრო, მოსული თავისთავადა. 
ხალხია ენამზიანი, გმირი და არამკვეხარა, — 
დიდია ჩემი სამშობლო, ტკბილია ჩემი ქვეყანა. 
ჩემი სამშობლო, ზურმუხტის და მარგალიტის სადარი, 
ამრიგად აყვავებული მხარე მეორე სად არი?
ლადო ასათიანი
გივი ჭიჭინაძის
გიყვარდეს წიგნი - ძვირფასი განძი,
ცოდნის სარკე და ბუნების კარი,
მთელს ქვეყანას რომ გვიხატავს თვალწინ
და გზას გვინათებს, როგორც ლამპარი!

გიყვარდეს წიგნი, მისი პატარა
ჯარისკაცები - ანბანთ კრებული,
ცოდნის სანატრელ გზით რომ გვატარებს,
ლამაზ სიტყვებად გამწკრივებული!

გსურს ასახელო მშობელი მხარე,
მას ემსახურო საქმით და ფიქრით?
ამისთვის წიგნი აგიხელს თვალებს,
ამისთვის უნდა გიყვარდეს წიგნი!

გიყვარდეს წიგნი! - გონების თვალით
რომ სახავს, გვაცნობს ქვეყნის ცხოვრებას!
გიყვარდეს წიგნი და შენი ვალი
ყოველ ნაბიჯზე გემახსოვრება!

ალეკო შენგელია

სასწავლო ღონისძიების წერილობითი  ანგარიში
 2013-2014 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ,ჩემს სადამრიგებლო,VI, კლასთან ერთად დავგეგმეთ  სასკოლო ღონისძიება,რომელიც  ეძღვნებოდა ახალი სასწავლო წლის გახსნას.
 ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო  ლექსების  მოძებნა დაევალა ყველა მოსწავლეს,ზოგს ინტერნეტსივცეში,ზოგს წიგნებში.იმის მიხედვით,ვისაც რა  ხელეწიფებოდა.მოსწავლეებმა დავალებას თავი კარგად გაართვეს.
1.ღონისძიების სახელი: „ახალი სასწავლო წლის გახსნა“
2.ღონისძიების ჩასატარებლად გაწეული მუშაობის დრო:5.09.2013-14.09.2013წ.
3.ღონისძიების მიზნები:  მასწავლებლის მითითებით მოსწავლეები ინდივიდუალურად ინტერნეტში ,ან ბიბლიოთეკაში მონახავენ ქართველ პოეტთა ლექსების კრებულებს, წაიკითხავენ სხვადასხვა პოეტთა ლექსებს,ამით ისინი გაეცნობიან ქართველ პოეტთა შემოქმედებას,უფრო მეტად შეისწავლიან და შეუყვარდებათ ეს პოეტები.დააკვირდებიან რატომ მოეწონათ ეს ლექსები,რა არის განსაკუთრებული ამ ლექსებში,რამაც მოხიბლა ისინი.გაარკვევენ  ლექსების თემას, შემდეგ შეაჯამებენ წაკითხულს და მიხვდებიან რომელი ლექსია ღონისძიების შესაბამისი. მოძიებულ მასალებს შეაგროვებენ, თითოეული შეარჩევს სურვილის და შესაძლებლობების გათვალისწინებით. იმ  ლექსებს ,რომლებიც მათ უფრო მეტად მოეწონებათ,ზეპირად ისწავლიან.შეეცდებიან ურთიერთდახმარებით,მასწავლებლის მეთვალყურეობით გაარკვიონ,როგორი ინტონაციით წაიკითხონ ლექსი,დააკვირდებიან სასვენ ნიშნებს და იმუშავებენ ლექსების გამომეტყველებით კითხვაზე.მუშაობის დროს მათ ჩამოუყალიბდებათ დამოუკიდებელი მუშაობის,კოლაბორაციისა  და კომუნიკაციის უნარი.
 ღონისძიებაზე  ლექსების მხატვრული წაკითხვისას კი გამოუმუშავდებათ საჯაროდ გამოსვლის უნარ- ჩვევები,შეეცდებიან დაძლიონ ის კომპლექსი,რაც მათ გააჩნიათ საჯარი გამოსვლისას.
4.ღონისძიების შედეგები: ამ ღონისძიების შედეგად მოსწავლეებს განუვითარდათ  ა)ინფორმაციის მოპოვების და ორგანიზების უნარ-ჩვევები.
მოსწავლეებმა მოიძიეს  მათთვის საჭირო მასალები ინტერნეტსივრცეში და წიგნებში.მათ წაიკითხეს ლადო ასათიანის,გივი ჭიჭინაძის,ალეკო შენგელიას,ლილი ნუცუბიძის და სხვათა ლექსები.გაეცნენ ლექსებს და ლექსების ავტორებს.ამით მათ გაიფართოვეს ცოდნა ქართველი პოეტების შესახებ.მათ შეუყვარდათ ეს პოეტები,რადგან სხვა ლექსებიც წაიკითხეს და მოეწონათ.ლექსები,რომლებიც მოეწონათ და ღონისძიებაზე წასაკითხად შესაფერისად მიიჩნიეს  ამოწერეს რვეულში,ორმა მოსწავლემ ლექსების კრებულიც მოიტანა სკოლაში.შემდეგ ვისაუბრეთ იმაზე ,რატომ შეარჩიეს ეს ლექსები,რა მოეწონათ და რატომ? მათი  შეგროვილი მასალები გავანაწილეთ იმის მიხედვით,ვინ რომელ ლექსს წაიკითხავდა,შესაძლებლობის მიხედვით.უფრო ძლიერ მოსწავლეს დიდი და რთული ლექსი შევურჩიეთ,უფრო მარტივად სასწავლი შედარებით სუსტს.შემდეგ მოსწავლეები მუშაობდნენ ლექსების მხატვრულ კითხვაზე. .ერთმანეთს უსმენდნენ და ცდილობდნენ შეესწორებინათ ერთმანეთისთვის წაკითხვის დროს დაშვებული შეცდომები,რაც ძალიან კარგი მეთოდი აღმოჩნდა.მოსწავლეები,როცა ხვდებიან,თუ რა შეცდომებენ  უშვებენ მეგობრები  მხატვრული კითხვის დროს,ერთმანეთის შეცდომებს აღარ იმეორებენ და ცდილობენ მათი წაკითხული იყოს ინტონაციურად სწორი და ის ემოციები,რაც ლექსში აქვს ჩადებული პოეტს, მიიტანონ  მსმენელამდე.
ბ) გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევები.ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები გამომეტყველებით.შეძლეს პოეტების ემოციები გადმოეცათ საჭირო ინტონაციით,სასვენ ნიშნებზე დაყრდნობით.
გ)საჯაროდ გამოსვლის უნარ-ჩვევები და მხედველობითი კონტაქტის დამყარება კონკრეტული აუდიტორიის წინაშე.
  ერთ-ერთი მიზანი,რაც დასახული გვქონდა, ეს იყო მოსწავლეთა საჯაროდ გამოსვლა კონკრეტული აუდიტორიის წინაშე,კონკრეტული მიზნით და იმ კომპლექსის დაძლევა,რაც ახასიათებთ მოსწავლეებს.
  სამწუხაროა,რომ ზოგიერთმა მოსწავლემ  ბოლომდე მაინც ვერ დაძლია ეს კომპლექსი,რაც ახასიათებდა საჯაროდ გამოსვლისას.
 ამის მიზეზი უნდა ვეძიოთ იმაში,რომ ასეთი ღონისძიებები იშვიათად ტარდება სკოლაში.სკოლა მცირეკონტინგენტიანია და მოსწავლეებს მხოლოდ ბავშვთა მცირე  რაოდენობასთან უხდება ურთიერთობა.ამ ხარვეზების გათვალისწინებით საჭიროა დაიგეგმოს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს  ამ მოსწავლეთა ურთიერთობას უფროსი ასაკის მოსწავლეებთან, უფრო ფართო საზოგადოებასთან.

5.ღონისძიებისთვის საჭირო რესურსები:ინტერნეტი,ბიბლიოთეკა, ციფრული ფოტოკამერა.

6.ღონისძიების ავტორი: მე-6 კლასის დამრიგებელი ,ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნინო მიქელაძე.



ფასილიტატორის ელ.ფოსტა:viqtorovna@gmail.com


    ფასილიტატორის    ვებ-გვერდი/ბლოგი: viqtorovna1.blogspot.com













სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთის საჯარო სკოლის მე-6 კლასის სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი მესხეთის დრამატულ თეატრში
სპექტაკლის სათაური“კომბლე“
თარიღი:19.04 2014 წელი
მოსწავლეთა რაოდენობა -5

1. სასწავლო- შემეცნებითი ვიზიტის მთავარი იდეა:თბილისის ახალგაზრდული თანამედროვე თეატრის მიერ დადგმულ სპექტაკლზე („კომბლე“})დასწრება და შთაბეჭდილებების გადმოცეემა.
2. სასწავლო- შემეცნებითი ვიზიტის  აქტუალობა:   მოსწავლეები იმის გამო,რომ დაშორებული არიან ადმინისტრაციულ ცენტრს,ვერ ახერხებენ თეატრალურ დადგმებზე დასწრებას,მათ საერთოდ არ იციან რა არის თეატრი,როგორ იდგმება სპექტაკლები,როგორ ხდება განათება ან გახმოვანება,როგორ ხდება  ზღაპრების  ინტერპრეტაცია  რეჟისორების მიერ,მათ არც დიდი სცენა უნახავთ და არც დარბაზი,ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე,რომ მოსწავლეები წამეყვანა თეატრში.
3. სასწავლო- შემეცნებითი ვიზიტის მიზნები:  მოსწავლეები წავლენ თეატრში,ნახავენ როგორია სცენა,დარბაზი,როგორ გამოდიან სცენაზე მსახიობები,როგორ აცვიათ,როგორაა გაფორმებული სცენა,როგორაა განათებული,როგორა აქვთ ინტერპრეტირებული ზღაპარი „კომბლე“,როგორ მეტყველებენ ისინი,როგორ გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს ინტონაციით,როგორ წარმოთქვქმენ სხვადასხვა შინაარსის წინადადებებს მეტყველებისას,ეზიარებიან  თატრალურ  ხელოვნებას.
4. სასწავლო- შემეცნებითი ვიზიტის მონაწილე მოსწავლეთა ასაკი:  11წელი. (მე-6 კლასი)
5. სასწავლო- შემეცნებითი ვიზიტის ამოცანები და განხორციელების გზები:
ა)იდეის გაცნობა.
ბ)გადაწყვეტილების მიღება თეატრში წასვლაზე
გ)  სამგზავროდ მიკროავტობუსის ნახვა და შეთანხმება თანხაზე
დ) გამგზავრება

 6. სასწავლო- შემეცნებითი ვიზიტის მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს წარმოდგენა შეექმნებათ თეატრის შესახებ,
ნახავენ სპექტაკლს,განუვითარდებათ როლური ქცევის,შემოქმედებითი აზროვნების უნარ- ჩვევები, ასევე  დაეხმარება გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევების განვითარებაში.მოსწავლეებს აუმაღლდებათ მოტივაცია,თვითონაც გაუჩნდებათ სურვილი მონაწილეობა მიიღონ სასკოლო ღონისძიებებში და  განასახიერონ როლები ინტერპრეტირებულ ზღაპარში,შექმნან   მარტივი დეკორაციები და კოსტიუმები უფროსების დახმარებით .რაც ხელს შეუწყობს შემოქმედებით აზროვნების,როლური ქცევების უნარ-ჩვევების გამომუშავებას,გაუჩნდებათ სიყვარულის გრძნობა ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის,თეატრის მიმართ.
ასევე მნიშვნელოვანია ,რომ ამ ვიზიტით ხელს შევუწყობთ მოსწავლეთა შორის ჯანსაღი ურთიერთობის,თანამშრომლობისა და თანადგომოს ჩამოყალიბებას.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები
ქართ. VI. 2. მოსწავლეს აქვს მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის არსებითი მნი-შვნელობის მქონე დეტალების შეფასების უნარი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ასახელებს მისთვის აზრობრივი და მხატვრული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ეპიზოდებს, გამონათქვამებს და ახდენს მათს ინტერპრეტირებას;
·         აფასებს პერსონაჟების ქმედებას კონფლიქტურ, წინააღმდეგობრივი ხასიათის მქონე ეპიზოდებში;
·         მსჯელობს ნაწარმოებში განვითარებულ მოვლენებზე სხვადასხვა პერსონაჟის პოზიციიდან;
·         მსჯელობს ტექსტში გამოკვეთილ ცალკეულ მოვლენებსა და ფაქტებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე;
·         ირჩევს ტექსტში ასახული კონკრეტული პრობლემის გადაჭრისათვის შეთავაზებულ ალტერნატიულ ვარიანტებს შორის მისი თვალსაზრისით საუკეთესოს;
·         სთავაზობს აუდიტორიას ნაწარმოებში გამოკვეთილი კონკრეტული პრობლემის გადაჭრის საკუთარ ვერსიას.



ქართ. VI. 3. მოსწავლეს შეუძლია მართებულად წამართოს საკუთარი სამეტყველო ქცევა მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         საკუთარ კომუნიკაციურ ქცევას უსადაგებს შესაბამის კონტექსტს;
·         შეარჩევს და გადაამოწმებს სხვადასხვა სახის (საინფორმაციო, ვიზუალურ და ა. შ.) მასალას სანდოობის თვალსაზრისით;
·         წინასწარ შედგენილი მოკლე გეგმის მიხედვით მოამზადებს და წარმოადგენს ზეპირ მოხსენებას სხვადასხვა თემაზე;
·         განიხილავს მიზნობრივი ტექსტის ამა თუ იმ სახეს, მაგ., რეკლამას, და ასახელებს საგნის ან მოვლენის იმ მხარეს, რომლის აფიშირებასაც ეწევა რეკლამა; საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს რეკლამის ღირსებას ან ნაკლს, ასახელებს სიტყვებს და სხვა გამომხატველობით საშუალებებს, რომლებიც ყველაზე ეფექტურად გადმოსცემს რეკლამის მიზანს;
·         ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს საინფორმაციო საშუალებებით გადმოცემულ სხვადასხვა ხასიათის საბავშვო და შემეცნებით-გასართობ პროგრამებს;
·         ამოიცნობს ამ პროგრამების სტრუქტურას და აგების ძირითად პრინციპებს;
·         თანატოლებთან ერთად მსჯელობს და კამათობს ნანახი ან მოსმენილი გადაცემის შესახებ.

7.სასწავლო შემეცნებითი ვიზიტის ფასილიტატორი:
სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი,მე-6 კლასის დამრიგებელი ნინო მიქელაძე
8.ფასილიტატორის ელ.ფოსტა:viqtorovna@gmail.com
9.ვებ-გვერდი/ბლოგი:viqtorovna1.blogspot.com


სასწავლო- შემეცნებითი ვიზიტის ანგარიში
2014 წლის 19 აპრილს მოვაწყე სასწავლო შემეცნებითი ვიზიტი მესხეთის დრამატულ თეატრში,სადაც იდგმებოდა ქ.თბილისის ახალგაზრდული -თანამედროვე თეატრი მიერ სპექტაკლი „კომმბლე“.
 მოსწავლეებს გავაცანი  ჩემი გადაწყვეტილება თეატრში წასვლის თაობაზე.მოსწავლეები და მათი მშობლები  აღფრთოვანებული შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას. გამოვნახეთ მიკროავტობუსი სამგზავროდ  და შევთანხმდით თანხაზე.შემდეგ გადავწყვიტეთ დრო,როდის წავსულუყავით და გაკვეთილების შემდეგ გავემგზავრეთ.
 ეს ვიზიტი ბავშვებისათვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა,რადგან მათ ნახეს თეატრის შენობა,,დაათვალიერეს ფოიე, სცენა,დარბაზი, განათება,ნახეს როგორ დადგეს ზღაპარი მსახიობებმა, როგორ ანსახიერებდნენ როლებს,როგორ ეცვათ როლის შესაბამისად.გადავიღეთ სურათები.
 სპექტაკლის დამთავრების შემდეგ გავისეირნეთ პარკში.იქ ბავშვები გაერტნენ სხვადასხვა გასარტობებზე და ნასიამოვნები დაბრუნდნეს უკან.
სასწვლო-შემეცნებითი ვიზიტის შედეგები:
პირველ რიგში,რითაც მნიშვნელოვანი იყო ეს ვიზიტი,იყო ის,რომ მოსწავლეებს წარმოდგენა შეექმნათ თეატრის შესახებ,გაუჩნდათ სიყვარული თეატრის,გაიგეს რომ თეატრი ხელოვნებაა,გაერკვნენ თანატოლეთან და უფროსებთან ურთიერთობებში.
გამოიჩინეს დიდი ინტერესი როლური თამაშების მიმართ.
გაუჩნდათ სურვილი თვითონაც  გაეკეთებინათ რომელიმე ზღაპრის ინტერპრეტაცია,ამისათვის ძღაპარიც შეარჩიეს,“ნაცარქექია“,მაგრამ სამწუხაროდ მუშაობა ვეღარ შევძელით სკოლებში მენინგიტის გავრცელებასთან დაკავშირებიტ,ამიტომ სამომავლოდ გადავდეთ.მათ გაუჩნდათ სურვილი კიდევ წავიდნენ თეატრში და ნახონ ბევრი სპექტქკლი.
ფასილიტატორის ელ.ფოსტა:viqtorovna@gmail.com


    ფასილიტატორის    ვებ-გვერდი/ბლოგი: viqtorovna1.blogspot.com


































ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარება
       სასწავლო ღონისძიების გეგმა:
1.ღონისძიების სახელი: „ცოდნა სიმდიდრეა“
2.ღონისძიების იდეა ( თემა):ქართველ პოეტთა ლექსების კითხვა,ღონისძიების შესაბამისი ლექსების შერჩევა ინტერნეტში ან ბიბლიოთეკაში მოსწავლეთა მიერ.
3.ღონისძიების აქტუალობა:მოსწავლეები მოძებნიან ინტერნეტში,ბიბლიოთეკაში ქართველ პოეტთა ლექსებს. წაიკითხავენ, გაეცნობიან  მათ,შეარჩევენ ღონისძიებისათვის შესაფერის მასალას.
4.ღონისძიების პროგრამა:
1.სკოლის დირექტორისა და  მასწავლებლების მილოცვა მოსწავლეების, მშობლების და მოწვეული სტუმრებისადმი
2.მოსწავლეების მილოცვა და შესაფერისი ლექსების მხატვრული კითხვა
3.პირველკლასელთა მილოცვა და სასკოლო ლექსების წაკითხვა
4.წარჩინებულ მოსწავლეთა ქების სიგელებით დაჯილდოება.
5 ბუკის გადაცემა პირველკლასელებისადმი.
5.ღონისძიების მიზანი:
:ახალი სასწავლო წლისათვის საზეიმო განწყობის შექმნა,სასწავლო პროცესის მოტივაციის შექმნა, მოსწავლეთა საჯაროდ გამოსვლისათვის,გამართული ზეპირი მეტყველების, გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ხელის შეწყობადა საჯარო მოხსენების წარმოდგენა კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.,ლექსის წაკითხვა საჭირო ინტონაციის გამოყენებით.
6.ღონისძიების შედეგები:სასკოლო ზეიმი დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა განწყობაზე და  მოსწავლეებს  შეექმნებათ მოტივაცია სწავლისადმი,გაუჩნდებათ სურვილი თვითონაც წაიკითხონ  ლექსები გამომეტყველებით,ისწავლონ კარგად და დაიმსახურონ ქების სიგელები.დაეხვეწებათ მხატვრული ნაწარმოების შეფასების უნარი.გაიაზრებენ ტექსტისშინაარსს,ინტონაციითგამოხატავენ ტექსტშიასახულემოციებს, ლექსის გამომეტყველებითი კითხვისპროცესშიშეეცდებიან მხედველობითიკონტაქტისდამყარებასაუდიტორიასთან.

ამ ღონისძიებაში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ასევე გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევების გამომუშავებას.მოსწავლეები შეეცდებიან დაძლიონ ის კომპლექსი,რაც ჯერ კიდევ  გააჩნიათ მათ საჯაროდ გამოსვლისას.

7.კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

ქართ. VII. 2. მოსწავლეს შეუძლია სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით. 

ქართ. VII. 3. მოსწავლეს შე-უძლია სამეტყველო ქცევის შეცვლა საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.

ქართ. VII. 8. მოსწავლეს შე-უძლია ამოიცნოს და შეაფა-სოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.


სასწავლო ღონისძიების წერილობითი  ანგარიში
 2014-2015 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ,ჩემს სადამრიგებლო,VII, კლასთან ერთად დავგეგმეთ  სასკოლო ღონისძიებაცოდნა სინათლეა“,რომელიც  ეძღვნებოდა ახალი სასწავლო წლის გახსნას.
ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო ლექსების მოძებნა დაევალა ყველა მოსწავლეს,ზოგსინტერნეტსივცეში,ზოგსბიბლიოთეკაში.იმისმიხედვით,ვისაც რა  ხელეწიფებოდა.მოსწავლეებმა დავალებას თავი კარგად გაართვეს.
1.ღონისძიების სახელი: „ცოდნა სინათლეა“
2.ღონისძიების ჩასატარებლად გაწეული მუშაობის დრო:5.09.2014-14.09.2014წ.
3.ღონისძიების მიზნები:  მასწავლებლის მითითებით, მოსწავლეები ინდივიდუალურად ინტერნეტში ,ან ბიბლიოთეკაში მონახავენ ქართველ პოეტთა ლექსების კრებულებს, წაიკითხავენ სხვადასხვა პოეტთა ლექსებს,ამით ისინი გაეცნობიან ქართველ პოეტთა შემოქმედებას,უფრო მეტად შეისწავლიან და შეუყვარდებათ ეს პოეტები.დააკვირდებიან რატომ მოეწონათ ეს ლექსები,რა არის განსაკუთრებული ამ ლექსებში,რამაც მოხიბლა ისინი.გაარკვევენ  ლექსების თემას, შემდეგ შეაჯამებენ წაკითხულს და მიხვდებიან რომელი ლექსია ღონისძიების შესაბამისი. მოძიებულ მასალებს შეაგროვებენ, თითოეული შეარჩევს სურვილის და შესაძლებლობების გათვალისწინებით. იმ  ლექსებს,რომლებიც მათ უფრო მეტად მოეწონებათ,ზეპირად ისწავლიან.შეეცდებიან ურთიერთდახმარებით,მასწავლებლის მეთვალყურეობით გაარკვიონ,როგორი ინტონაციით წაიკითხონ ლექსი,დააკვირდებიან სასვენ ნიშნებს და იმუშავებენ ლექსების გამომეტყველებით კითხვაზე.მუშაობის დროს მათ ჩამოუყალიბდებათ დამოუკიდებელი მუშაობის,კოლაბორაციისა  და კომუნიკაციის უნარი.
ღონისძიებაზე  ლექსების მხატვრული წაკითხვისას კი გამოუმუშავდებათ საჯაროდ გამოსვლის უნარ- ჩვევები,შეეცდებიან დაძლიონ ის კომპლექსი,რაც მათ გააჩნიათ საჯარი გამოსვლისას.

4.ღონისძიების შედეგები: ამ ღონისძიების შედეგად მოსწავლეებს განუვითარდათ
ა)ინფორმაციის მოპოვების და ორგანიზების უნარ-ჩვევები.
მოსწავლეებმა მოიძიეს  მათთვის საჭირო მასალები ინტერნეტსივრცეში და გაეცნენ ლექსებს და ლექსების ავტორებს.ამით მათ გაიფართოვეს ცოდნა ქართველი პოეტების შესახებ.მათ შეუყვარდათ ეს პოეტები,რადგან სხვა ლექსებიც წაიკითხეს და მოეწონათ.ლექსები,რომლებიც მოეწონათ და ღონისძიებაზე წასაკითხად შესაფერისად მიიჩნიეს  ამოწერეს რვეულში,შემდეგ ვისაუბრეთ იმაზე ,რატომ შეარჩიეს ეს ლექსები,რა მოეწონათ და რატომ? მათი  შეგროვილი მასალები გავანაწილეთ იმის მიხედვით,ვინ რომელ ლექსს წაიკითხავდა,შესაძლებლობისმიხედვით.უფრო ძლიერ მოსწავლეს დიდი და რთული ლექსი შევურჩიეთ,უფრო მარტივად სასწავლი შედარებით სუსტს.შემდეგ მოსწავლეები მუშაობდნენ ლექსების მხატვრულ კითხვაზე. .ერთმანეთს უსმენდნენ და ცდილობდნენ შეესწორებინათ ერთმანეთისთვის წაკითხვის დროს დაშვებული შეცდომები,რაც ძალიან კარგი მეთოდი აღმოჩნდა.მოსწავლეები,როცახვდებიან,თუ რა შეცდომებენ  უშვებენ მეგობრები  მხატვრული კითხვის დროს,ერთმანეთის შეცდომებს აღარ იმეორებენ და ცდილობენმათი წაკითხული იყოს ინტონაციურად სწორი და ის ემოციები,რაც ლექსში აქვს ჩადებული პოეტს, მიიტანონ  მსმენელამდე.
მოსწავლეებმა იმსჯელეს იმის შესახებ, რამდენად გაართვეს  თავი მეგობრებმა საკომუნიკაციო ამოცანას. ასევე იმსჯელეს  იმის შესახებ, მოეწონა თუ არა (და რატომ) თანაკლასელის მიერ წაკითხული  ლექსი


ბ) გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევები.ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები გამომეტყველებით.შეძლეს პოეტების ემოციები გადმოეცათ საჭირო ინტონაციით,სასვენ ნიშნებზე დაყრდნობით.
გ)საჯაროდ გამოსვლის უნარ-ჩვევები და მხედველობითი კონტაქტის დამყარება კონკრეტული აუდიტორიის წინაშე.
  ერთ-ერთი მიზანი,რაც დასახული გვქონდა, ეს იყო მოსწავლეთა საჯაროდ გამოსვლა კონკრეტული აუდიტორიის წინაშე,კონკრეტული მიზნით და იმ კომპლექსის დაძლევა,რაც ახასიათებთ მოსწავლეებს.
სასიამოვნოა ის , რომ ზოგიერთმა მოსწავლემ , რომელსაც  ჰქონდა კომპლექსი საჯაროდ გამოსვლისას,რაც კარგად გამოჩნდა გასული სასწავლო წლის სასექტემბრო ღონისძიებაზე,დაძლია და მისი გამოსვლა იყო უფრო თამამი და შთამბეჭდავი.
მოსწავლეებს  საჯაროდ გამოსვლის უნარ-ჩვევები  სუსტად აქვთ განვითარებული,ამის მიზეზი არის ის,რომ ასეთი ღონისძიებები სკოლაში იშვიათად ტარდება.სკოლა მცირეკონტინგენტიანია და მოსწავლეებს მხოლოდ ბავშვთა მცირე  რაოდენობასთან უხდება ურთიერთობა.ამ ხარვეზების გათვალისწინებით საჭიროა დაიგეგმოს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს  ამ მოსწავლეთა ურთიერთობას უფროსი ასაკის მოსწავლეებთან, უფრო ფართო საზოგადოებასთან.

5.ღონისძიებისათვის საჭირო რესურსები:ინტერნეტი,ბიბლიოთეკა, ციფრული ფოტოკამერა.


6.ღონისძიების ავტორი: მე-7 კლასის დამრიგებელი,ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნინო მიქელაძე.



სასწავლო შემეცნებითი ღონისძიება: „რას მოგვითხრობს მესხეთის  მიწა“
ექსკურსია ასპინძის მუნიციპალიტეტის ისტორიულ ადგილებზე, კერძოდ:ხერთვისი,წუნდა,ვარძია,ზედა ვარძია.(გეგმა და რეფლექსია)

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნინო მიქელაძის გეგმა  სასწავლო შემეცნებითი ვიზიტის შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის  ისტორიულ ადგილებზე
ღონისძიებაზე  მუშაობის თარიღი:16.09.2014-20.10.2014წ.
საჯარო სკოლა:  სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთის საჯარო სკოლა
კლასი: VII
მოსწავლეთა რაოდენობა: 5
1.ღონისძიების  სახელწოდება :“დიდებული მესხეთი“
2. ღონისძიების მთავარი იდეა:კულტურის ძეგლების ისტორიისა და გეოგრაფიული   მდებარეობის მოძიება და შესწავლა, რეფერატების დაწერა, პრეზენტაციების მომზადება მოძიებული მასალების მიხედვით, ისტორიული ძეგლების მონახულება, ადგილზე პრეზენტაციების გაკეთება,
3. ღონისძიების.აქტუალობა:პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს დაუგროვდებათ საინტერესო  მასალები  ასპინძის  ისტორიული ძეგლების შესახებ, გაუჩნდებათ სურვილი, წვლილი შეიტანონ ქართული კულტურული მემკვიდრეობის მოფრთხილებაში, დაცვასა და პოპულარიზაციაში.
4. ღონისძიების მიზნები:მოსწავლეები გამოიკვლევენ, მოაგროვებენ მასალებს და შეისწავლიან  ასპინძის მუნიციპალიტეტის  ძველი ქართული ისტორიული ძეგლების გეოგრაფიულ   მდებარეობას, ისტორიას, ლეგენდებს და შეიტყობენ მნიშვნელოვან ინფორმაციებს მათ შესახებ.
ეს ექსკურსია ხელს შეუწყობს: მოსწავლეთა  დამოუკიდებელი აზროვნების გააქტიურებასგარე სამყაროს უკეთ გაცნობას, მოსწავლეები, როცა დაათვალიერებენ ისტორიულ ძეგლებს,გაიაზრებენ მათ ღირსებებს, დაეუფლებიან დაკვირვების და ანალიზის  ხელოვნებას.
ამ პროექტზე მუშაობის შედეგად მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ინფორმაციის მოპოვებისა  და ორგანიზების, თვალსაჩინოებების შექმნისა და გამოყენების უნარ-ჩვევები;   პრეზენტაციისას ჩამოუყალიბდებათ ორატორობის უნარ-ჩვევები; ჩამოუყალიბდებათ კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები; მოინახულებენ და გაეცნობიან საქართველოს  ულამაზეს ტაძრებს. იგრძნობენ მოწიწებას უფლის სახლის მიმართ, გაუღრმავდებათ პატრიოტიზმის გრძნობა.
5.მონაწილე მოსწავლეთა ასაკი: 13 წელი( მე-7 კლასი)
6.ღონისძიებისამოცანები და განხორციელების გზები:


#
                            ა მ ო ც ა ნ ე ბ ი
დრო
რესურსები
1
მოსწავლეებს მიეცემათ ინდივიდუალური დავალებები
სექტემბერი-ოქტომბერი
2
1-ლი მოსწავლე შეისწავლის  ასპინძის მუნიციპალიტეტში არსებული ხერთვისის ციხის ისტორიასა და გეოგრაფიულ მდებარეობას, მოიძიებს ინფორმაციას იქ არსებული არქიტექტურული ნამუშევრების შესახებ. (დაწერს  რეფერატს)
16.09-20.10 2014წ.
ენციკლოპედია; სამეცნიერო ლიტ-რა; ინტერნეტი.
3
მე-2 მოსწავლე  გაეცნობა და გამოიკვლევს წუნდის ტბისა და წუნდის მონასტრის ისტორიას, გეოგრაფიულ მდებარეობას,მასზე არსებულ ლეგენდებსა და თქმულებებს.მდებარეობას, მოიძიებს ინფორმაციას იქ არსებული არქიტექტურული ნამუშევრების შესახებ.  (დაწერენ რეფერატს)
16.09-20.10 2014წ.
ენციკლოპედია; სამეცნიერო ლიტ-რა; ინტერნეტი.
4
მე-3 მოსწავლე  გაეცნობა და გამოიკვლევს ხერთვისის ციხის ისტორიას, გეოგრაფიულ მდებარეობას,მდებარეობას, მოიძიებს ინფორმაციას იქ არსებული არქიტექტურული ნამუშევრების შესახებ. მასზე არსებულ ლეგენდებსა და თქმულებებს. (დაწერენ რეფერატს)
16.09-20.10 2014წ.
ენციკლოპედია; სამეცნიერო ლიტ-რა; ინტერნეტი.
5
მე-4  მოსწავლეგაეცნობა და გამოიკვლევს ზედა ვარძიის დედათა  მონასტრის ისტორიას,გეოგრაფიულ მდებარეობას (დაწერს  რეფერატს)
16.09-20.10 2014წ.
ენციკლოპედია; სამეცნიერო ლიტ-რა; ინტერნეტი.
6
მე-5 მოსწავლე გაეცნობა და გამოიკვლევს ვარძიის მონასტრის ისტორიას, გეოგრაფიულ მდებარეობას,მდებარეობას, მოიძიებს ინფორმაციას იქ არსებული არქიტექტურული ნამუშევრების შესახებ. მასზე არსებულ ლეგენდებსა და თქმულებებს.  (დაწერს რეფერატს)
16.09-20.10 2014წ.
ენციკლოპედია; სამეცნიერო ლიტ-რა; ინტერნეტი.
7
მთლიანი კლასი დაამუშავებს საექსკურსიო მარშრუტს და გაემგზავრება.
20.10 2014წ.
მიკრო ავტობუსი; ციფრული ფოტო-აპარატი.
8
მოსწავლეები  ადგილზე გააკეთებენ პრეზენტაციებს  მათ მიერ მოძიებული მასალების გამოყენებით, შესაბამისი ისტორიული ძეგლის შესახებ. გადაიღებენ ფოტოსურათებს

ციფრული ფოტო-აპარატი.

7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეიგრძნობენ, რომ ეს მხარეც, როგორც მთელი საქართველო, ყველა ქართველისათვის განსაკუთრებით ძვირფასია. მოსწავლეებს გაუჩნდებათ სურვილი,  შეიტანონ თავიანთი მოკრძალებული წვლილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში. მოინახულებენ საკუთარი კუთხის ისტორიულ ადგილებს , უფრო მეტად შეუყვარდებათ დედა-საქართველო  და თავისი კუთხე,გაუჩნდებათ სიყვარულის გრძნობა  თავისი ქვეყნის და კუთხის. ჩამოუყალიბდებათ ერთმანეთთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები;
     პროექტის განხორციელებით დამყარდება საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:    მოსწავლეებიგაიუმჯობესებენცოდნასდაგანუვითარდებათ მნიშვნელოვანი უნარები:  ქართულლიტერატურაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ისტ-ში,  გამოიკვლევენ ხელოვნებისა და საზოგადოების განვითარების კულტურულ საფუძვლებს.
ქართულში:   ისწავლიან აზრის დალაგებულად გადმოცემას, გამართულად წერას, შთაბეჭდილების გამოხატვასა და გაზიარებას, პრეზენტაციების გაკეთებისას ჩამოუყალიბდებათ ორატორობის უნარ-ჩვევები;
გეოგრაფიაში: გაეცნობიან ასპინძის  მუნიციპალიტეტში არსებული ისტორიული ძეგლების ადგილ-მდებარეობას, გამოიკვლევენ ჰავას, კლიმატს, იქ არსებულ მდინარეებს, მთებს და ა.შ.  
ისტორიაში: გაეცნობიან ეპოქას, როცა მოღვაწეობდა დიდი  თამარი,დავითი.შეიტყობენ მათ წვლილს საქართველოს ისტორიაში, ჩამოუყალიბდებათ ისტორიული კვლევის უნარები. 
ისტ-ი: ინტერნეტში მოიძიებენ საჭირო ინფორმაციებს, დაამუშავებენ კომპიუტერის საშუალებით და ამ მასალას განათავსებენ ბლოგზე.

8.ღონისძიების ხელმძღვანელი:  ნინო მიქელაძე-ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლი
10. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: viqtorovna@gmail.com







ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნინო მიქელაძის  ანგარიში  სასწავლო შემეცნებითი ვიზიტის შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის  ისტორიულ ადგილებზე


ღონისძიებაზე   მუშაობის თარიღი:16.09.2014-20.10.2014წ.
საჯარო სკოლა:  სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთის საჯარო სკოლა
კლასი: VII
მოსწავლეთა რაოდენობა: 5


2014  წლის  20 ოქტომბერს ჩემs სადამრიგებლო, მე-7  კლასის მოსწავლეებთან ერთად მოვაწყე სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი ასპინძის მუნიციპალიტეტის ისტორიულ ადგილებზე, კერძოდ,ხერთვისი,წუნდა,ვარძია,ზედა ვარძია.

 მონასტერში გამგზავრებამდე მოსწავლეებმა შეადგინეს გზამკვლევები და გააკეთეს პრეზენტაციები აღნიშნული ტაძრებისა და ისტორიული ადგილების შესახებ. მასალები მოიძიეს ენციკლოპედიიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, ინტერნეტიდან.  მოსწავლეებმა ადგილებზე გააკეთეს ზეპირი პრეზენტაციები თავიანთი მოძიებული მასალების შესახებ.
გამოყენებული მეთოდები/სტრატეგიები:
·        კეთებით სწავლის მეთოდი;                                                                                                          
·        სწავლების დიდაქტიკური მეთოდი- ვიზუალიზაცია, თვალსაჩინოების გამოყენება
·        სასწავლო კვლევა (მოსწავლეებმა გამოიკვლიეს აღნიშნული ძეგლების ისტორია, გეოგრაფიული მდებარეობა, ლეგენდები,მნიშვნელოვანი ინფორმაციები მათ შესახებ)
·        შემოქმედებითი მეთოდი.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  მიკრო ავტობუსი გასამგზავრებლად; ციფრული ფოტოაპარატი,ინფორმაციული წყაროები:  ენციკლოპედია, სამეცნიერო ლიტერატურა, ინტერნეტი.

პროექტის შედეგები

ამ ვიზიტის შედეგად მოსწავლეებს განუვითარდათ შემდეგი უნარ-ჩვევები: 
·         ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება;
·        კვლევის ჩატარება;
·        შემოქმედებითი უნარი;
·        თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება;
·        ორატორობის უნარ-ჩვევები;
·        თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები.
მოსწავლეებმა  მოინახულეს და გაეცნენ  ციხე-ქალაქ ვარძიას,მესხეთის   ულამაზეს ტაძრებს: წუნდას,ზედა ვარძიის დედათა მონასტერს.იგრძნეს მოწიწება უფლის სახლის მიმართ; გაუღრმავდათ პატრიოტიზმის გრძნობა. მათ ექსკურსიის დროს გაიცნეს უცხოელი ტურისტები,რომლებიც იყვნენ ჩამოსულები ჩვენი ისტორიული ძეგლების დასათვალიერებლად, უცხოელებთან შეხვედრამ სიამაყის განცდა მოჰგვარა მოსწავლეებს იმის გამო, რომ  მათი  კუთხით იყვნენ უცხოელები დაინტერესებული და მათაც უფრო გაუღრმავდათ თავიანთი კუთხის შესწავლის სურვილი.მოსწავლეებმა ფოტოებიც კი გადაიღეს მათთან.



22 ოქტომბერი 2014 წელი.








სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთის საჯარო სკოლის  მე-7 კლასის  მოსწავლეთა საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობის გეგმა და რეფლექსია.
სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთის საჯარო სკოლის  მე-7 კლასის  მოსწავლეთა საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობის გეგმა
1.ღონისძიების სახელი: „მოდის წელი ახალი“
2.ღონისძიების იდეა ( თემა): როლური თამაშის დროს შემოქმედებითი აზროვნების და როლური ქცევის უნარ- ჩვევების  განვითარების ხელშეწყობა. 
3.ღონისძიების აქტუალობა: მოსწავლეებს უჭირთ  საჯაროდ გამოსვლა, რადგან სკოლაში არ ტარდება  ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შემოქმედებით აზროვნებას, საჯაროდ გამოსვლის უნარ-ჩვევების განვითარებას, ამიტომ ვცდილობთ ისეთი ღონისძიებები დავგეგმოთ, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს ზემოთ აღნიშნული მიზნების განხორციელებაში. ამასთანერთად,როცა მოსწავლეები იყვნენ მესხეთის დრამატულ თეატრში და ნახეს სპექტაკლი, დიდი სურვილი გაუჩნდათ თვითონაც დაედგათ რაიმე ზღაპარი, რაშიც, რა თქმა უნდა დავეხმარე.
4.ღონისძიების მიზანი:
საახალწლო საზეიმო განწყობის შექმნა, მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების, საკითხის გააზრების, დისკუსიის, პრეზენტაციის და როლური ქცევის უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელის შეწყობა,
6.ღონისძიების შედეგები:სმოსწავლეები გაეცნობიან საბავშვო საახალწლო პიესებს, დაეხვეწებათ მხატვრული ნაწარმოების შეფასების უნარი,გაიაზრებენ ტექსტისშინაარსს,გაიაზრებენ რატომ შეარჩიეს ეს პიესა, რა მოეწონათ მასში და რატომ, ეს  ხელს შეუწყობს  კრიტიკული აზროვნების განვითარებას.ინტონაციითგამოხატავენ ტექსტშიასახულემოციებს,  გამომეტყველებითი კითხვისპროცესშიშეეცდებიან მხედველობითიკონტაქტისდამყარებასაუდიტორიასთან.
გაუჩნდებათ თანაგრძნობის, თანაგანცდის უნარი,
ამ ღონისძიებაში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ასევე გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევების გამომუშავებას.მ ოსწავლეები შეეცდებიან დაძლიონ ის კომპლექსი,რაც ჯერ კიდევ  გააჩნიათ მათ საჯაროდ გამოსვლისას.
7.კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:


ქართ. VII. 1. მოსწავლეს შეუძლია უცნობი ინფორ-მაციის შემცველი ტექსტე-ბის მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.

ქართ. VII. 2. მოსწავლეს შეუძლია სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით. 


ქართ. VII. 3. მოსწავლეს შე-უძლია სამეტყველო ქცევის შეცვლა საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.


ქართ. VII. 7. მოსწავლეს შე-უძლია  სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხა-ტვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ  საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა. 


ქართ. VII. 8. მოსწავლეს შე-უძლია ამოიცნოს და შეაფა-სოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.

სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთის საჯარო სკოლის  მე-7 კლასის  მოსწავლეთა საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობის რეფლექსია

ჩემს სადამრიგებლო კლასთან ერთად დავგეგმე საახალწლო ღონისძიების ჩატარება. მოსწავლეებმა ჩემი დახმარებით მოძებნეს ინტერნეტში  შესაფერისი ლექსები და ლიტერატურა,რომელიც დაეხმარებოდა მათ ღონისძიების ჩასატარებლად. მოსწავლეებმა დავალება შეასრულეს   

1.ღონისძიების სახელი: „მოდის  წელი ახალი“
2.ღონისძიების ჩასატარებლად გაწეული მუშაობის დრო:10.11.2014-15.12.20014წ.

3.ღონისძიების მიზნები: მასწავლებლის მითითებით, მოსწავლეები ინდივიდუალურად  ინტერნეტში , ან ბიბლიოთეკაში მონახავენ ქართველ პოეტთა ლექსების კრებულებს, წაიკითხავენ სხვადასხვა პოეტთა ლექსებს, ამით ისინი გაეცნობიან ქართველ პოეტთა შემოქმედებას,უფრო მეტად შეისწავლიან და შეუყვარდებათ ეს პოეტები. დააკვირდებიან რატომ მოეწონათ ეს ლექსები,რა არის განსაკუთრებული ამ ლექსებში, რამაც მოხიბლა ისინი.გაარკვევენ  ლექსების თემას, შემდეგ შეაჯამებენ წაკითხულს და მიხვდებიან რომელი ლექსია ღონისძიების შესაბამისი. მოძიებულ მასალებს შეაგროვებენ, თითოეული შეარჩევს სურვილის და შესაძლებლობების გათვალისწინებით. იმ  ლექსებს,რომლებიც მათ უფრო მეტად მოეწონებათ, ზეპირად ისწავლიან.შეეცდებიან  ურთიერთდახმარებით, მასწავლებლის მეთვალყურეობით გაარკვიონ,როგორი ინტონაციით წაიკითხონ ლექსი, დააკვირდებიან სასვენ ნიშნებს და იმუშავებენ ლექსების გამომეტყველებით კითხვაზე.მუშაობის დროს მათ ჩამოუყალიბდებათ დამოუკიდებელი მუშაობის,კოლაბორაციისა  და კომუნიკაციის უნარი.
როლური თამაშის დროს მოსწავლეთა შორის როლების განაწილება დაეხმარება მოსწავლეებს აზრებისა და ქმედებების უკეთ გაგებაში.ხელს შეუწყობს საკითხის გააზრებაში, დისკუსიის,პრეზენტაციის, შემოქმედებითი აზროვნებისა და როლური ქცევის უნარ- ჩვევების გამომუშავებაში.
ღონისძიებაზე  ლექსების მხატვრული წაკითხვისას კი გამოუმუშავდებათ საჯაროდ გამოსვლის უნარ- ჩვევები,შეეცდებიან დაძლიონ ის კომპლექსი,რაც მათ გააჩნიათ საჯარი გამოსვლისას.


4.ღონისძიების შედეგები:  ამ ღონისძიების შედეგად მოსწავლეებს განუვითარდათ
ა)ინფორმაციის მოპოვების და ორგანიზების უნარ-ჩვევები.
მოსწავლეებმა მოიძიეს  მათთვის საჭირო მასალები ინტერნეტსივრცეში და გაეცნენ ლექსებს და ლექსების ავტორებს. ასევე წაიკითხეს საახალწლო პიესები.ამით მათ გაიფართოვეს ცოდნა ქართველი საბავშვო  პოეტების  და მწერლების შესახებ..ლექსები და პიესა, რომლებიც მოეწონათ და ღონისძიებაზე წასაკითხად შესაფერისად მიიჩნიეს  ამოწერეს რვეულში,შემდეგ ვისაუბრეთ იმაზე ,რატომ შეარჩიეს ეს ლექსები, ეს პიესა. რა მოეწონათ და რატომ? მათი  შეგროვილი მასალები გავანაწილეთ იმის მიხედვით,ვინ რომელ ლექსს წაიკითხავდა,ასევე გავანაწილეთ როლები სურვილის მიხედვით,ვის რა როლის შესრულება სურდა.შესაძლებლობისმიხედვით.უფრო ძლიერ მოსწავლეს დიდი და რთული ლექსი შევურჩიეთ,უფრო მარტივად სასწავლი შედარებით სუსტს.შემდეგ მოსწავლეები მუშაობდნენ ლექსების მხატვრულ კითხვაზე. იმეორებდნენ თავიანთ როლებს,.ერთმანეთს უსმენდნენ და ცდილობდნენ შეესწორებინათ ერთმანეთისთვის წაკითხვის დროს დაშვებული შეცდომები,რაც ძალიან კარგი მეთოდი აღმოჩნდა.მოსწავლეები,როცახვდებიან,თუ რა შეცდომებენ  უშვებენ მეგობრები  მხატვრული კითხვის დროს,ერთმანეთის შეცდომებს აღარ იმეორებენ და ცდილობენმათი წაკითხული იყოს ინტონაციურად სწორი და ის ემოციები,რაც ლექსში აქვს ჩადებული პოეტს, მიიტანონ  მსმენელამდე.
 მოსწავლეებმა იმსჯელეს იმის შესახებ, რამდენად გაართვეს  თავი მეგობრებმა საკომუნიკაციო ამოცანას. ასევე იმსჯელეს  იმის შესახებ, მოეწონა თუ არა (და რატომ) თანაკლასელის მიერ წაკითხული  ლექსი ან შესრულებული როლი.


ბ) გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევები.ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები გამომეტყველებით. შეასრულეს როლები, შეძლეს პოეტების  და მწერლის ემოციები გადმოეცათ საჭირო ინტონაციით,სასვენ ნიშნებზე დაყრდნობით.
გ) საჯაროდ გამოსვლის უნარ-ჩვევები და მხედველობითი კონტაქტის დამყარება კონკრეტული აუდიტორიის წინაშე.
  ერთ-ერთი მიზანი,რაც დასახული გვქონდა, ეს იყო მოსწავლეთა საჯაროდ გამოსვლა კონკრეტული აუდიტორიის წინაშე,კონკრეტული მიზნით და იმ კომპლექსის დაძლევა,რაც ახასიათებთ მოსწავლეებს.
  სასიამოვნოა ის , რომ ზოგიერთმა მოსწავლემ , რომელსაც  ჰქონდა კომპლექსი საჯაროდ გამოსვლისას,რაც კარგად გამოჩნდა გასული სასწავლო წელს ჩატარებულ ღონისძიებაზე,,დაძლია და მისი გამოსვლა იყო უფრო თამამი და შთამბეჭდავი.
დ)თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების
მოსწავლეები როცა ასრულებენ როლებს რეპეტიციის მიზნით,, ისინი ეხმარებიან ერთმანეთს მხატვრულ კითხვაში, ერთმანეთს უსწორებენ შეცდომებს,რათა თავიანთი დადგმული სპექტაკლი იყოს მოსაწონი,ამით უვითარდებათ ურთიერთდახმარების და თანამშრომლობის ,,ჯგუფური მუშაობის უნარი.
5.ღონისძიებისათვის საჭირო რესურსები: ინტერნეტი,ბიბლიოთეკა, ციფრული ფოტოკამერა.


6.ღონისძიების ავტორი: მე-7 კლასის დამრიგებელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნინო მიქელაძე.

Комментариев нет:

Отправить комментарий