ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა:
1.
|
გაკვეთილის თემა
|
“სოლომონ ბრძენი და ბერიკაცი“-
|
|||||||||||||
2.
|
სწავლების საფეხური და კლასი
|
დაწყებითი,მე-6 კლასი
|
|||||||||||||
3.
|
ინტეგრირებული საგნები
მასწავლებლის სახელი და გვარი
|
საგნები
|
მასწავლებლების სახელი და გვარი
|
||||||||||||
1.ქართული ენა
და ლიტერატურა
2.მათემატიკა
|
ნინო მიქელაძე
მაყვალა ჯვარიძე
|
||||||||||||||
4.
|
მოსწავლეთა
რაოდენობა
|
5
|
|||||||||||||
5.
|
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა
რაოდენობა და პროფილი.
|
0
|
|||||||||||||
6.
|
გაკვეთილის სასწავლო მიზნები(საგნების მიხედვით)
|
ჩემი მიზანია მოსწავლეებმა გაკვეთილის ბოლოს შეძლონ:
● წაუკითხონ მსმენელს ტექსტი
●დამოუკიდებლად წაიკითხონ და დაამუშაონ უცნობი ტექსტი;
●ნაწარმოებში მწერლის სათქმელის ამოცნობა
●კონტექსტიდან გამომდინარე,
განმარტონ უცნობი სიტყვები;
●ტექსტების შედარება-შეპირისპირება
●მიღებული ცოდნის ტრანსფერი(სხვა სიტუაციაში გამოყენების
უნარი)
|
|||||||||||||
7
|
.ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი
შედეგი/ინდიკატორები ინდიკატორები
|
ქართ. VI. 2. მოსწავლეს აქვს მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის
არსებითი მნი-შვნელობის მქონე დეტალების შეფასების უნარი.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ასახელებს მისთვის აზრობრივი და მხატვრული თვალსაზრისით მნიშვნელოვან
ეპიზოდებს, გამონათქვამებს და ახდენს მათს ინტერპრეტირებას;
·
აფასებს პერსონაჟების ქმედებას კონფლიქტურ, წინააღმდეგობრივი
ხასიათის მქონე ეპიზოდებში;
·
მსჯელობს ნაწარმოებში განვითარებულ მოვლენებზე სხვადასხვა
პერსონაჟის პოზიციიდან;
·
მსჯელობს ტექსტში გამოკვეთილ ცალკეულ მოვლენებსა და ფაქტებს
შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე;
ქართ. VI. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება-გაანალიზება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს ტექსტის საკომუნიკაციო სიტუაციას (მიზანს, ავტორს, ადრესატს);
·
ახალ ინფორმაციას აკავშირებს არსებულ ცოდნასთან და გამოცდილებასთან;
·
გამოაქვს დასკვნა მთლიანი ტექსტის გააზრების საფუძველზე;
ქართ. VI. 8. მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად წაიკითხოს სხვადასხვა სახისა და ნაირგვარი შინაარსის ტექსტები.
·
ერთმანეთისგან განასხვავებს საინფორმაციო ანგარიშს, ამბის თხრობას, მარტივ
ინსტრუქციას, ზეპირი კომუნიკაციისა და სხვა ფუნქციურ ტექსტებს;
·
სწორად „ამოიკითხავს“ ტექსტის ინტონაციას, პაუზებს, აზრობრივ
აქცენტებს.
ქართ. VI. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე
დაკვირვება და მსჯელობა.
·
ერკვევა ზმნის ძირითადი
კატეგორიების (პირის, რიცხვის, პირიანობის, დროის, კილოს) არსში და საჭიროებისამებრ
იყენებს მათ: სწორად განსაზღვრავს სახელთა ბრუნვის ფორმებს ზმნის სინტაქსური კონსტრუქციების
მიხედვით (აშენებს ის მას, ააშენა მან ის, აუშენებია მას ის...);
მათ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია პრობლემების გადაჭრა გამოთვლების, ვარიანტების დათვლის და მიმართებების გამოყენებით.
იყენებს პოზიციური სისტემის შესახებ ცოდნას, ამოწურვის და გამორიცხვის ხერხებს და ნაშთით გაყოფას ამოცანების ამოხსნისას (მაგალითად, ამოცანები ვარიანტების დათვლაზე;
მათ.
VI.6. პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეს შეუძლია
ალგებრული გამოსახულების შედგენა, გამარტივება.
· ამოცანის ამოსახსნელად შედგენილი განტოლების მიხედვით დაადგენს, თუ რა გავლენას ახდენს ერთი სიდიდის ცვლილება ამოცანის ამონახსნზე;
|
|||||||||||||
8
|
.თანმიმდევრობა(აქტივობა და დრო)
|
აქტ.1.გაკვეთილის
ორგანიზაციული მხარე (2 წთ).
აქტ.2.რადგან მოსწავლეებს წაკითხული აქვთ უკვე ნაწარმოები
,მისი გამთლიანების მიზნით დავუსვამ შეკითხვებს:
ა) ვინ არიან იგავის მოქმედი გმირები? ბ)როგორ შეხვდა სოლომონ ბრძენი ბერიკაცს? გ)
რა შეკითხვები დაუსვა სოლომონ ბრძენმა ბერიკაცს? დ) რა შთაბეჭდილება დარჩათ მხლებლებს ბერიკაცზე?
ე) რის საფასურად აუხსნა ბერიკაცმა მხლებლებს
მისი და სოლომონ ბრძენის საუბრის მნიშვნელობა?ვ) რატომ ვერ გაიგეს მხლებლებმა მათი საუბარი? ( 5 წთ).
აქტ.2.მათემეტიკასთან
ინტეგრირების მიზნით მათემატიკის მასწავლებელმა მოსწავლეებს მისცა ასეთი დავალება:სოლომონ ბრძენმა მოხუცს დაუსვა
5 კითხვა,რომელზეც მოხუცმა უპასუხა.მხლებლებმა კითხვა-პასუხის აზრი ვერ გაიგეს,რისთვისაც
მოხუცმა მათ 1 პასუხის ახსნის სანაცვლოდ 20-20 თუმნის გადახდა მოსთხოვა მოსწავლეებს დაევალათ გაერკვიათ რამდენი თუმანი
უნდა გადაეხადათ ორივეს ერთად და თითოეულს
ცალკ-ცალკე,ასევე უნდა გამოეანგარიშებინათ მთლიანი გადახდილის რა ნაწილი იყო თითო
კითხვის საფასური და თუმანი უნდა დაეანგარიშებინათ ლარებში.(5 წთ).
აქტ.3იმისათვის ,რომ მოსწავლეებმა კარგად გაიაზრონ
,თუ რა არის იგავური მეტყველება და გაიგონ
იგავური მეტყველების მნიშვნელობა ,გავახსენებ თუ რა არის იგავი და რა თავისებურებები ახასიათებს
იგავს.ამისათვის გაიხსენებენ და ჩამოწერენ
იმ იგავ-არაკებს,რომლებიც ისწავლეს აქამდე.დააკვირდებიან და დაფაზე დაწერენ იგავ-არაკის დამახასიათებელ ნიშნებს. მოსწავლეებს
ყურადღებას გავამახვილებინებ იგავ-არაკის
ძირითად თვისებებზე,სიტყვის ალეგორიულობაზე და ბრძნულ რჩევა დარიგებაზე. მათ
დავალებული აქვთ წაიკითხონ თითო იგავი და გადმოსცენ მისი შინაარსი. შემდეგ ისაუბრონ
მის დედააზრზე(1 5 წთ).
აქტ.5მოსწავლეები წაკითხულს ადარებენ ნასწავლ ს.ს.
ორბელიანის იგავ-არაკებს.ხდება შედარება -შეპირისპირება (5 წთ).
|აქტ.6. მოსწავლეებს ვუსვამ შეკითხვებს:ა)რა არის
ზმნა? ბ)რამდენპირიანია ქართული ზმნა?
მოსწავლეებს ვავალებ შესწავლილ
ზღაპარში მონახონ ერთპირიანი,ორპირიანი და სამპირიანი ზმნები(ზოგს ერთპირიანი ზმნების მოძებნა
დაევალა,ზოგს კი ორპირიანი და სამპირიანი) და ჩაწერონ დაფაზე გამოსახულ ტაბულაში.ასევე
დააკვირდნენ ზმნების კატეგორიებს( 5 წთ).
აქტ.7. სიტყვების დაფა.მოსწავლეები ამოწერენ უცნობ
სიტყვებს,ვარკვევთ მათ მნიშვნელობას და გვერდზე ვუწერთ სინონიმებს,ანტონიმებს(3-4
წუთი).
|
|||||||||||||
9.
|
შეფასება
|
5 წთ.
განმავითარებელი-
.მოსწავლეები ფასდებიან გაკვეთილზე ჩართულობაში.გაკვეთილზე ჩართულობის შეფასების
რუბრიკა
|
|||||||||||||
10.
|
საკლასო მენეჯმენტი-საგანმანათლებლო რესურსები
|
სახელმძღვანელო,დაფა,ცარცი.
|
ანგარიში
გაკვეთილის ჩატარების შესახებ
გაკვეთილის ჩატარების დღე:
13.03.2014 წელი
სკოლა: სსიპ
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთის საჯარო სკოლა
კლასი: მე-6
მასწავლებელი: ნინო მიქელაძე საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
ძირითადი
თემა/საკითხი
რა არის იგავური
მეტყველება?
როგორ უნდა გავიგოთ
ზოგჯერ ადამიანების საუბარი?
მისაღწევი
შედეგები თავდაპირველი გეგმის მიხედვით(ცოდნა,
უნარები, დამოკიდებულებები):
●ნაწარმოებში მწერლის სათქმელის ამოცნობა
●ტექსტის წაკითხვის უნარ-ჩვევების გამომუშავება
●ტექსტების შედარება-შეპირისპირება
●გაუგებარი სიტყვების
ახსნა
●ენობრივ თავისებურებებზე
დაკვირვება
საკვანძო მეთოდები/სტრატეგიები:ინტერაქტიული
მეთოდი-კითხვა -პასუხი,ვენის
დიაგრამა,სტრატეგია 3,2,1.სიტყვების დაფა.
ძირითადი სასწავლო რესურსები: სახელმძღვანელო,დაფა,ცარცი.
გაკვეთილის შედეგები:
მოსწავლეებმა გეგმით განსაზღვრულ შედეგებს მიაღწიეს.განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი იყო ნაწარმოებში მწერლის სათქმელის ამოცნობა. მათ წაიკითხეს
უცნობი ტექსტები და ამოიცნეს იგავის მთავარი სათქმელი,კარგად იმუშავეს ენობრივი
თავისებურებების დაკვირვებაზე,გრამატიკულ სავარჯიშოებზე ასევე გაუგებარი სიტყვების
ახსნაზე.
გაკვეთილზე
ზემოთ აღნიშნული სტრატეგიების გამოყენებით
მივაღწიე იმას,რომ მთელი კლასი ჩართული იყო გაკვეთილის პროცესში,ისინი ხალისით პასუხობდნენ
დასმულ კითხვებს,აზროვნებდნენ და მიცემულ დავალებებს პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ.მათ მიცემული დავალებები კარგად შეასრულეს.
როგორც მოსწავლეთა ნამუშევრებიდან ჩანს, მოსწავლეებს
განუვითარდათ მხატვრული ტექსტის დამოუკიდებლად
წაკითხვისა და მისი გაგება- გაანალიზების უნარი.
რასაც მე ვთვლი გაკვეთილის მსვლელობისას მოსაწონად იყო მოსწავლეთა მიერ უცნობი იგავების წაკითხვა,მათი
მთავარი სათქმელის ამოცნობა.მათ გაიგეს,რომ სათქმელი ზოგჯერ პირდაპირ არ უნდა გავიგოთ,
ასევე მომეწონა ვენის დიაგრამის გამოყენება ,მოსწავლეები
გამოკვეთენ მსგავსებასა და განსხვავებას იგავ არაკსა და მოთხრობას შორის.სიტყვების
რუკა კი დაეხმარა მოსწავლეებს ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში
მოსწავლეებს
დავალებად ჰქონდათ წაეკითხათ რაიმე იგავ-არაკი,თითო მაინც,მაგრამ სამწუხაროდ, იმის
გამო,რომ ბიბლიოთეკაში ვერ მოძებნეს,ვერ წაიკითხეს,ამიტომ
კლასში წავიკითხეთ და ვიმსჯელეთ.ხმამაღლა წასაკითხად მივეცი უცნობი იგავ-არაკები (ეზოპე-„ბაყაყები“,“ღამურა
და მაჩვი“,“ვირი და მგელი“) ვავალებ გაარკვიონ ,თუ რა არის ამ იგავ-არაკების დედააზრი
და მოძებნონ მათში იგავური სიტყვები.შემდეგ ეს იგავები შევადარეთ ს.ს. ორბელიანის მსგავსი
შინაარსის იგავებს და მოვნახეთ მსგავსება და განსხვავება მათ შორის.
ამ გაკვეთილის ხელახლა ჩატარების შემთხვევაში გამოვყოფდი
მოქმედ გმირებს ხასიათის თავისებურების მიხედვით,მართალია მოსწავლეებმა დამისახელეს
მოქმედი გმირები,მაგრამ ვერ გამოვკვეთეთ მათი აზრი ვინ იყო უფრო გონიერი და რომელი
მოიქცა უფრო სწორად(კარგი იქნებოდა T
დიაგრამა
მოქმედ გმირთა დასაჯგუფებლად) ,ანუ როგორ მოიქცეოდნენ
თვითონ აღნიშნულ სიტუაციებში.რაც მნიშვნელოვანი
იყო ჩემი შემდგომი მუშაობისას
Комментариев нет:
Отправить комментарий